Sunday, November 4, 2018

მე-9-ე დღის რეფლექსია

გავაკთეთ ტრენინგ-კურსის შეჯამება.ვიმუშავეთ მე-8-ე მოდულზე. მოვახდინეთ საწავლო პროექტის პორტფილიოს ჩვენება.მოვახდინეთ კურსის შეფასება და მერვე მოდულის შეჯამება. ვისწავლეთ როგორ გავეკეთოთ კომენტარები. ვისწავლეთ ბლოგზე გამოქვეყნება. გავაკეთეთ კომენტარები ერთმანეთის პორტფილიოს და გაწეული მუშაობის შეასახებ.

Saturday, November 3, 2018

სასწავლო პროექტი პორტფოლიო

თემა:,,იმპრესიონიზმი მარადმწვანე ხე"

მერვე დღის რეფლექსია

გავეცანით მე-7-ე მოდულს; ფასილიტაცია ტექნოლოგიებით.შევისწავლეთ როგორ შევქმნათ ფასილიტაციის რესურსები.ვისწავლე როგორ გავუწიო ფასილიტაცია კლასს პროექტზე მუშაობის დროს, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების პროცესში. როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სასწავლო პროექტის გასაუმჯობესებლად.გავიხსენეთ როგორ გამოვაქვეყნოთ ბლოგზე საჭირო მასალა.

სასწავლო პროექტის პორტფლიოს პრეზეტაცია

Saturday, October 27, 2018

ტრენინგის მე-7-ე დღის რეფლექსია

გავეცანით დიფერენცირებული სწავლების მეთოდებს.რა აქტივობებს შევთავაზებ ნიჭიერ და სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებს.ვისწავლეთ როგორ გამოვაქვეყნოთ დოკუმენტაცია ბლოგზე.

მოსწავლის პრეზენტაცია ,,იმპრესიონიზმის მარადმწვანე ხე"

Sunday, October 21, 2018

მეექვსე დღის რეფლექსია

შევისწავლეთ მოსწავლეთა სავარაუდო შეფასების პროცედურები, ვისწავლეთ როგორ შევქმნათ კოგნიტური სქემები.განვიხილეთ მოსწავლეთა პრეზენტაციების ნიმუშები.მივიღეთ დავალებები ,შევქმთათ ჩვენს მიერ არჩეული პროექტის მოსწავლის პრეზენტაცია.

Saturday, October 20, 2018

მეხუთე დღის რეფლექსია

შევისწავლეთ 21-ე საუკუნის გასაუმჯობესებელი უნარ-ჩვევების აქტივობები.გავეცანი საგანმანათლებლო ტექნოლოგიების ციფრული რესურსების პორტალს.შევისწავლე როგორ გამოვაქვეყნო ბლოგზე პრეენტაციები..გავეცანი ვებორის ელემენტების ინსტრუმენტების ერთობლიობას. გავიხსენე გუგლი დრაივში მუშაობა.

Sunday, October 14, 2018

მეოთხე დღის რეფლექსია

მეოთხე დღის რეფლექსია:განვიხილეთ შეფასების მეთოდები,შეფასების სტრატეგიები და შეფასების სტრაეგიების ხუთი ძირითადი კატეგორია,გავეცანით შეფასების ნიმუშებს.დავფიქრდი იმაზე თუ შეფასების რომელი ნიმუშები გამოვიყენო ჩემს პროექტში მოსწავლეთა შესაფასებლად.  ვისაუბრეთ როგორ მოვამზადოთ სასწავლო პროექტის პრეზენტაცია მომავლისთვის. გავეცანით პროექტის პრეზენტაციების ნიმუშებს.

Saturday, October 13, 2018

მესამე დღის რეფლექსია:შევაჯამეთ პირველი მოდული და გადავედით მეორე მოდულის შესწავლაზე.შევისწავლეთ და განვიხილეთ სტანდარტებისა და მიზნების რუქა.შევისწავლე როგორ დავსვა მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.დღევანდელი დღით მიღებული ცოდნა დამეხმარება სწორად განვსაზღვრო ჩემს მიერ დაგეგმილი სასწავლო პროექტის სასწავლო მიზნები ეროვნული სასწავლო გაგმის მიხედვით.

Sunday, October 7, 2018

პირველი დღის რეფლექსია

ტრენინგის მეორე დღის რეფლექსია:მოვახდინე ჩემს მიერ შერჩეული სასწავლო პროექტის თემის გაცნობა ჩემს ტრეინერთან.ჩემს მიერ შერჩეული თემა აღმოჩნდა საინტერესო და სწორად შერჩეული და მისადაგებული მოსწავლეთა ასაკისათვის.
ვისწავლე ბროშურის გაკეთება.ბროშურას გავაკეთებ პროექტის გეგმის მიხედვით.